Saturday, April 2, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

 ჩემი პროექტის პორტფოლიო  - "ცისარტყელა"

      გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები და დავასრულეთ გეგმა.პორტფოლიოები გავაცანით ერთმანეთს პრეზენტაციის სახით და ავტვირთეთ გუგლის საქაღალდეში.
      ამ კურსმა ,,პროექტებით სწავლება" მასწავლა,  როგორ გამოვიყენო სასწავლო პროექტები შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაში;  როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა.
          ვიუვერი - ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ  არის საუკეთესო რესურსი, გზამკვლევი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
      ამ კურსის საშვალებით ვისწავლე შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება; გავიაზრე, როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი მხარდამჭერი სავარაუდო ნაშრომები და ფასილიტაციის მრავალფეროვანი ნიმუშები პროდუქტიულობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
   მადლობა ყურადღებისთვის!
             

No comments:

Post a Comment