https://www.facebook.com/groups/httpswww.facebook.comhelp286027304749263hel
პროექტებით სწავლება
სახალისო სწავლება დაწყებით კლასებში
Wednesday, August 30, 2023
Saturday, April 2, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
ჩემი პროექტის პორტფოლიო - "ცისარტყელა"
გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები და დავასრულეთ გეგმა.პორტფოლიოები გავაცანით ერთმანეთს პრეზენტაციის სახით და ავტვირთეთ გუგლის საქაღალდეში.ამ კურსმა ,,პროექტებით სწავლება" მასწავლა, როგორ გამოვიყენო სასწავლო პროექტები შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაში; როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა.
ვიუვერი - ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ არის საუკეთესო რესურსი, გზამკვლევი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ამ კურსის საშვალებით ვისწავლე შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება; გავიაზრე, როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი მხარდამჭერი სავარაუდო ნაშრომები და ფასილიტაციის მრავალფეროვანი ნიმუშები პროდუქტიულობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
მადლობა ყურადღებისთვის!
Sunday, March 27, 2016
მერვე დღის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დიფერენცირებული სწავლების მიდგომები. მასწავლებელი დიფერენცირებულ მიდგომას იყენებს პროექტული სწავლების დროს, რათა ყველა მოსწავლე ჩართოს აქტივობებში მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით. მოსწავლის მხარდასაჭერი სავარჯიშო შევქმენით"ელ-ფორმატში", რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავისი უნარ-ჩვევების და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. გავეკეთე ადაპტირება ჩემს საკუთარ პროექტში და შევინახე პორტფოლიოში. გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები.
Saturday, March 26, 2016
მეშვიდე დღე
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. გავეცანი და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, რაც მოსწავლეს დაეხმარება ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაო პროცესის შეფასებაში. შევაფასე ბლოგზე განთავსებული კოლეგის "მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი" პორტფოლიოს რუბრიკის გამოყენებით.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - რუბრიკა

Sunday, March 20, 2016
მეექვსე დღე
განვიხილეთ საკვანძო საკითხები. გავითვალისწინე ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობები, ინტერესები, საჭიროებები, უნარ-ჩვევების და ელექტრონულ ფორმატში შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მას მოვარგე შეფასების ინსტრუმენტი - ჩეკლისტი, რომელიც შემდეგ ჩემს ბლოგზე ავტვირთე.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - ჩეკლისტი
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - ჩეკლისტი
Saturday, March 19, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. ჩემს ბლოგში ჩავსვი ტრენერის ბლოგი, შემდეგ ავტვირთე პრეზენტაცია " ცისარტყელა". ტრენერის ბლოგის გამოყენებით გადავედი კოლეგის ბლოგზე, განვიხილე კოლეგის პრეზენტაცია და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რუბრიკების საშვალებით შევუფასე, შეფასება დავაფიქსირე კომენტარით. განვიხილეთ, როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები, როგორ მოვიძიოთ სხვადასხვა საიტის გამოყენებით სასწავლო პროექტისთვის ინფორმაცია( აუცილებელია საძიებო სიტყვის ბრჭყალებში ჩასმა) და ასევე შეგვიძლია დავიმახსოვროთ ბუკმარკის გამოყენებით სხვადასხვა საჭირო საიტი.
მადლობა საინტერესო დღისთვის.

Sunday, March 13, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია:
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალზასრისით. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, თითოეულ სტრატეგიაში მოცემული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შემდეგ შევქმენით პროექტისთვის დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომლიც მორგებულია ჩემს პროექტზე და საპროექტო აქტივობებზე, მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული შეფასების ინსტრუმენტი. შევქმენი პროექტის პრეზენტაცია - "ცისარტყელა"

Subscribe to:
Posts (Atom)